ლიტვაში ბელარუსის საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 16:40 | 19.05.2017
ნანახია: 1124

ლიტვაში ბელარუსის საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. როგორც საელჩოში განაცხადეს, შენობას პეტარდა ესროლეს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

საელჩოში აღნიშნეს, რომ ინციდენტი სამუშაო საათის დასრულების შემდეგ მოხდა, როდესაც  თანამშრომლები შენობაში აღარ იმყოფებოდნენ. ამასთან დაკავშირებით არავინ დაშავებულა. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე