ირანში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

საქართველო, თბილისი - 10:08 | 19.05.2017
ნანახია: 1158

დღეს ირანში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უკვე გაიხსნა.

საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმის მიცემის უფლება 56 მლნ ადამიანს აქვს. სულ 63 ათასი საარჩევნო უბანია გახსნილი.

არჩევენბსი ოთხი კანდიდატი მონაწილეობს: მოქმედი პრეზიდენტი ჰასან როუჰანი, აიათოლა იბრაჰიმ რაისი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მუსტაფა ჰაშემი-თაბა და კონსერვატორების კანდიდატი მუსტაფა აღა-მირსალიმი. იმ შემთხვევაში თუ ვერცერთი კანდიდატი პირველ ტურში ხმების 50 პროცენტზე მეტს ვერ მოაგროვებს, ერთი კვირის შემდეგ მეორე ტური გაიმართება.

არჩევნები უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე მიმდინარეობს, მის უსაფრთხოდ ჩატარებას  300 ათასი სამართალდამცველი უზრუნველყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე