Fox News-ის დამაარსებელი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 18:48 | 18.05.2017
ნანახია: 1108

ტელეარხ Fox News-ის დამაარსებელი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. როჯერ ეილსის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა.

ეილსი ტელეკომპანიას 1996 წლიდან ხელმძღვანელობდა, 2016 წელს კი სექსუალური სკანდალის გამო იძულებული გახდა გადამდგარიყო.

Fox News-ის  წამყვანმა გრეტჰენ კარლსონმა მას სექსუალური გამომძალველობის ბრალდებით სასამართლოში უჩივლა.

როჯერ ეილსი ყოფილი პრეზიდენტების, რიჩარდ ნიკსონის, რონალდ რეიგანისა და ჯორჯ ბუშის მედიაკონსულტანტი იყო. კონსულტაციებს ის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბსაც უწევდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე