ოკუპირებულმა აფხაზეთმა და რუსეთმა ე.წ. საკოორდინაციო შეთანხმება გააფორმეს

საქართველო, თბილისი - 15:52 | 18.05.2017
ნანახია: 1591

ოკუპირებულმა აფხაზეთმა და რუსეთმა ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება სოჭში გაიმართა, რუსულ მხარეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ ზუბოვი წარმოადგენდა, ოკუპირებული აფხაზეთისას კი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი ასლან კობახია.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება ორ მხარეს ორგანიზებული და სხვა საშიში დანაშაულის წინააღმეგ ბრძოლაში დაეხმარება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე