ჰერბერტ ზალბერი აფხაზეთს ეწვია

საქართველო, თბილისი - 13:02 | 18.05.2017
ნანახია: 1742

გერმანელი დიპლომატი ჰერბერტ ზალბერი ჟენევის დისკურსიის თანათავმჯდომარეებთან ერთად ოკუპირებულ გალის რაიონში იმყოფებოდა. მათ ადგილზე გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარია და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე შეხვდენენ. ისინი ოკუპაციის ხაზზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვას დაესწრნენ.

"ჩვენი ვიზიტი დღეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, გვსურდა, გვენახა, რა სიტუაციაა ადგილზე. ჩვენ ჟენევაში ხშირად ვსაუბრობთ არსებულ სიტუაციასა და უსაფრთხოებაზე ამ რეგიონში. ამგვარად, ჩვენ მოხარულები ვიყავით, როდესაც ჩვენმა კოლეგებმა სოხუმიდან შემოგვთავაზეს, ჩამოვსულიყავით აქ და მოგვენახულებინა ეს პუნქტები. საიდუმლო არაა, რომ ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს შორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, საკმარისია თუ არა მხოლოდ ერთი გადასასვლელი პუნქტი, თუ საჭიროა რამდენიმე გადასასვლელი. მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ, აქ რა ხდება, რა თქმა უნდა, დისკუსიები გაგრძელდება," - განაცხადა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა.

შეგახსენებთ, რომ დიპლომატი ჰერბერტ ზალბერი რამოდენიმე დღის წინ სკანდალში გაევა. მან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ლიდერს ანატოლი ბიბილოვს, საპრეზიდენტო არჩევნების  წარმატებით ჩატარება მიულოცა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე