რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 17:51 | 15.05.2017
ნანახია: 1645

12-13 მაისს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ვახტანას დასახლებაში ოკუპანტებმა ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს.

ცხინვალის ე,წ უშიშროების კომიტეტის ცნობით, დაკავებულები არიან: ვეფხვია გიორგის ძე ლომიძე (1967), ელიზბარ პერშანგის ძე ლომიძე (1956) ამირან დავითის ძე თედელური (1989), გიორგი ივანეს ძე გოგალაძე (1952). დაკავებულები ხაშურის რაიონის სოფელ წაღვლისა და ბროლოსანის მაცხოვრებლები არიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე