Christie's-ის აუქციონზე მარგარეტ ტეტჩერის პირადი ნივთები გაიყიდება

საქართველო, თბილისი - 11:56 | 04.11.2015
ნანახია: 2082

Christie's-ის აუქციონის სახლი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის პირად ნივთებს გასაყიდად გამოიტანს. The Telegraph-ის ინფორმაციით, აუქციონი დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

ტეტჩერის ნივთების გაყიდვა მისმა შვილებმა გადაწყვიტეს. ლოტებს შორის არის კოსტიუმები, რომლებიც მთავრობის ხელმძღვანელს მოლაპარაკებებზე ეცვა, ასევ უამრავი ჩანთა, აქსესუარები და სამკაულები. ნივთების საწყისი ფასი 180-დან 200 ათას ფუნტამდე იმერყევებს. კოლექციის საერთო ღირებულბა 500 ათას ფუნტამდეა შეფასებული.

2014 წლის ზაფხულში აქციონზე ტეტჩერის საცხოვრებელი სახლი იყო წარმოდგენილი. ამ სახლში ის პოლიტიკური კარიერის დასრულების შემდეგ ცხოვრობდა. ლონდონის ბელგრავიას რაიონში მდებარე სახლი სპეციალისტების მიერ 35 მლნ ფუნტად იყო შეფასებული.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე