დოდონი: მოლდოვა ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყვის

საქართველო, თბილისი - 15:22 | 10.05.2017
ნანახია: 1161

მოლდოვა დსთს-ს ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარესთან ვიაჩესლავ ვოლოდინთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოლდოვა ნეიტრალიტეტს დაიცავს და ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყვის.

„არის რამდენიმე საკითხი, რომელიც არ განიხილება. ჩვენ უარს ვამბობთ სხვა ქვეყნებთან ალიანსში გაერთიანებასა და ნატოში გაწევრიანებაზე. ჩვენ ნეიტრალიტეტისა და მართლმადიდებლობის ერთგულნი ვრჩებით. ევროპული ღირებულებები არ გვჭირდება. ჩვენს ინტერესებში რუსეთთან მეგობრობა შედის“-აღნიშნა მოლდოვის ლიდერმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე