ავსტრალიელმა სენატორმა პარლამენტში ბავშვი ძუძუთი გამოკვება

საქართველო, თბილისი - 13:02 | 10.05.2017
ნანახია: 1176

ავსტრალიელი სენატორი ლარისა უოტერსი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი გახდა, ვინც ჩვილი  პარლამენტის სხდომაზე ძუძუთი გამოკვება.

„ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი ქალიშვილი ალია პირველი ბავშვია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დედის რძით გამოიკვება,“-აღნიშნა სენატორმა.

კანონი ძუძუთი კვების შესახებ ავსტრალიაში 2015 წლის სკანდალური ინციდენტის გამო შეიცვალა. მცირე ბიზნესის საქმეთა მინისტრს, კელი ოდუაიერს ბავშვის გამოსაკვებად პარლამენტის დარბაზიდან გასვლა რამდენჯერმე მოუხდა, რამაც მას სერიოზული დისკონფორტი შეექმნა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე