სავჩენკომ მაკრონს რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 10.05.2017
ნანახია: 1316

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს  რუსეთის წანააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სთხოვს. ამის შესახებ მან Facebook-ის თავის გვერდზე დაწერა.

„მოგმართავთ თხოვნით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეინარჩუნოთ და გააძლიეროთ სანქციები, რადგან ამ ქვეყანას ესმის მხოლოდ ძალის და სიმტკიცის, რომელსაც ფლობთ პირადად თქვენ და თქვენი ქვეყანა“,- წერს სავჩენკო.

ამასთან სავჩენკომ მაკრონსა და ფრანგ ხალხს გამარჯვება მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად და მისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე