ნარმანია: შემოდგომაზე დედაქალაქის შემოგარენში 313 ათასი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე დაირგვება

საქართველო, თბილისი - 11:25 | 04.11.2015
ნანახია: 1690

თბილსის მერმა ქალაქის გამწვანების შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ინტენსიურად დაიწყო მუშაობა ქალაქის სხვადასხვა უბნების და შემოგარენების გამწვანების თვალსაზრისით.

„შემოდგომაზე ერთერთი აქცენტი ავიღეთ ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობაზე და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მეშვეობით, რაიონულ გამგეობებს 35 ათასი ნერგი გადაეცემათ, რათა ცალკეულ უბნებში ამხანაგობების საერთო სარგებლობის ეზოებში არსებული ტერიტორიები გამოვიყენოთ და გავამწვანოთ. დამატებითი მოთხოვნა რაც არსებობს ნერგებთან დაკავშირებით, გამოცხადებულია ტენდერი და დამატებით 6 ათასი ნერგი გადაეცემათ გამგეობებს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერის თქმით, ჯამში, დედაქალაქის შემოგარენში და ცალკეულ ნაწილებში, შემოდგომაზე 313 ათასი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე დაირგვება, რაც მნიშვნელოვანი რაოდენობაა. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე