ტრამპი ლავროვს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 12:29 | 10.05.2017
ნანახია: 1111

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება.

რუსი დიპლომატისა და ამერიკის პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ პირველად ინფორმაცია სააგენტო „ბლუმბერგმა“ გაავრცელა. მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია თეთრ სახლშიც დაადასტურეს.

ტრამპის განრიგის მიხედვით, ის ლავროვს სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს. შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შედგება.

არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი თემა სირიასა და უკრაინაში შექმნილი ვითარება იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე