iPad Pro გაყიდვაში რამდენიმე დღეში ჩაეშვებას

საქართველო, თბილისი - 12:00 | 04.11.2015
ნანახია: 1739

 

iPad-ის განახლებული ვერსია, iPad Pro გაყიდვაში შესაძლოა 11 ნოემბრიდან ჩაეშვას, წერს 9to5mac.com.

გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე დიდი, 12,9 დიუმის ეკრანის მქონე პლანშეტური კომპიუტერის პრეზენტაცია ჯერ კიდევ სექტემბერში შედგა.

iPad Pro-სთან ერთად გაყიდვაში მისი ორი აქსესუარიც ჩაეშვება, საუბარია iPad Pro-ს კლავიატურა - Smart Keyboard-ზე და კალამ - Apple Pencil-ზე.

უკვე ცნობილია, რომ აშშ-ში 32 GB-იანი iPad Pro-ს ღირებულება 799 დოლარი, ხოლო 128 GB-იანი iPad Pro-ს ფასი 949 დოლარი იქნება.

ასევე, Smart Keyboard-ის ფასი აშშ-ში 169 დოლარი, ხოლო Apple Pencil-ის ღირბულება 99 დოლარი იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე