თბილისში რაგბის კომპლექსი მაისში გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 13:42 | 05.05.2017
ნანახია: 1719

რაგბის კომპლექსი მაისში გაიხსნება. მშენებლობის მიმდინარეობას თბილისის მერი დავით ნარმანია სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად გაეცნო.

უკვე აშენებულია ადმინისტრაციული შენობა, ტრიბუნები, სავარჯიშო დარბაზი, ღობე. მიმდინარეობს სტადიონების საფარის მოწყობა, კოსმეტიკური სამუშაოები და შიდა ტერიტორიის კეთილმოწყობა.

კომპლექსს აქვს 4 მოედანი, 1 000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა, პარკინგის ზონა. მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 499 000 ლარი დაიხარჯება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე