ბურჯანაძე: ჰკითხეთ ბაქრაძეს და ბოკერიას რატომ იქნა კანონში მიღებული ცვლილება, რომლის გაუქმებაც გახდა საჭირო

საქართველო, თბილისი - 10:54 | 04.11.2015
ნანახია: 1674

პარტია გაერთიანებული დემოკარტების თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ დაუყონებლივი აღსრულების შესახებ ჩანაწერი კანონში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს 2009 წელს შევიდა. ბურჯანაძის მტკიცებით ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილეს და 10 დღის ვადაში სამი მოსმენით დაამტკიცეს.

"გიგა ბოკერიამ და დავით ბაქრაძემ თქვეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებით თავისუფალი სიტყვა საქართველოში. მე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მივესალმები და ვიზიარებ, მაგრამ ჰკითხეთ დავით ბაქრაძეს და ბოკერიას რატომ იქნა კანონში მიღებული ცვლილება, რომლის გაუქმებაც გახდა საჭირო, რომ თავისუფალი სიტყვა გადაგვერჩინა. ეს ცვლილება კანონში ნაციონალური მოძრაობის პარლამენტმა დავით ბაქრაძის თავმჯდომარეობით გიგა ბოკერიას ადვოკატობით 2009 წლის 17 ივლისს დაჩქარებული წესით ერთადერთი მიზნით მიიღეს, დაესაჯათ ნინო ბურჯანაძე და სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შესულიყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებისთანავე. გააშუქეთ ესეც, მე ვიცი, რომ თქვენი პროფესიონალიზმი გაძლევთ ამის საშუალებას და მე დარწმუნებული ვარ თქვენი მხარდამჭერთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე