ნინო ბურჯანაძე: ეს არის რუსთავი 2-ის გამარჯვება, ხელისუფლება არის გაბითურებული

საქართველო, თბილისი - 10:53 | 04.11.2015
ნანახია: 1643

"ეს არის რუსთავი 2-ის გამარჯვება, ხელისუფლება არის გაბითურებული,"- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას. ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ღიად ებრძვის რუსთავი 2-ს. მიუხედავად ამისა ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მაუწყებელი ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ატარებს. 

"ეს არის რუსთავი 2-ის გამარჯვება, ხელისუფლება არის დამარცხებული, ხელისუფლება არის გაბითურებული. ეს სულაც არ არის გასაკვირი ამ ხელისუფლების ხელში. ერთი რამ ფაქტია, რომ ეს ნამდვილად არ არის საკუთრებისთვის ბრძოლა ეს ნამდვილად არ არის სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა. ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების გარდა სხვებისთვისაც, რომ დაებრუნებინა საკუთრება ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩაგვეთვალა, რომ ეს ხალვაშის მიერ საკუთრებაზე დავაა.  აქ ნამდვილად იყო ბრძოლა რუსთავი2-ის წინააღმდეგ. რუსთავი 2-ის მაუწყებლობას არ უნდა დაემუქროს საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2 არ მიმაჩნია, ობიექტურ ტელევიზიად. ეს ნამდვილად არის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ტელევიზია. ამის უფლება გაქვთ ამის გამო ტელევიზია არ უნდა დაიხუროს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თქვენს მაუწყებლობას ხელი არ უნდა შეეშალოს,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.                  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე