გიორგი არეშიძემ თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 10:40 | 04.11.2015
ნანახია: 1865

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე თანამდებობიდან გადადგა,  - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. ნარმანიას თქმით არეშიძემ თანამდებობდა თავისი სურვილით, კერძო სექტორში გადასვლის მიზნით დატოვა.  

შეგახსენებთ, მერიაში ბოლო პერიოდში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. თანამდებობები დატოვეს ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ, ასევე კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე