"აშშ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი" - სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველო, თბილისი - 10:29 | 04.11.2015
ნანახია: 2250

შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტი შემაჯამებელ განცხადებას აქვეყნებს.

"შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი. კომისია აღიარებს იმ წინსვლას, რასაც ქვეყანამ ევრო ატლანტიკური მისწრაფებების კუთხით მიაღწია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი," - ნათქვამია განცხადებაში.

დადებითადაა შეფასებული საქართველოს წვლილიც აისაფის მისიაში.

„სტრატეგიული პარტნიორობის კომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს რეფორმები და მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით დამატებითი მცდელობები გააძლიერებს ეკონომიკას, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობას. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ყველა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატისთვის სამართლიანი, თანაბარი და კონკურენტული გარემოს არსებობის მნიშვნელობაზე 2016 წლის არჩევნებამდე, არჩევნების დროს და მის შემდეგ,” - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის მნიშვნელობასაც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე