ახალი რეგულაციის თანახმად, „თბილისის მიკროავტობუსს“ ტარიფის გაზრდის უფლება ჩამოერთვა

საქართველო, თბილისი - 18:39 | 28.04.2017
ნანახია: 1000

ახალი რეგულაციით, „თბილისის მიკროავტობუსს“ ჩამოერთვა ტარიფის გაზრდის უფლება და ტარიფის რეგულირება თბილისის მერიის კომპეტენციაში გადმოვიდა, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისში ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური სამი წლის განმავლობაში არ გაიზრდება.

„2010 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“ შეეძლო ნებისმიერ დროს გაეძვირებინა მგზავრობის ტარიფი. ამისათვის საკმარისი იყო, რომ კომპანიას ტარიფის გაზრდის თაობაზე ინფორმაცია მერიისთვის წერილობით ერთი თვით ადრე მიეწოდებინა. შესაბამისად, „თბილისის მიკროავტობუსს“ ამ კუთხით ნებისმიერი ცვლილების განხორციელება დამოუკიდებლად შეეძლო. ახალი რეგულაციით კი, კომპანიას აღნიშნული უფლება ჩამოერთვა და ტარიფის რეგულირება მერიის კომპეტენციაში გადმოვიდა. „თბილისის მიკროავტობუსთან“ შესაბამისი შეთანხმება სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს“ და მის საფუძველზე მგზავრობის ტარიფს თბილისის მერია და საკრებულო განსაზღვრავს“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე