პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის გადადება აზრს კარგავს - არჩილ თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 17:30 | 28.04.2017
ნანახია: 1473

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით,  პრეზიდენტის  არაპირდაპირი წესით არჩევის გადადება აზრს კარგავს.

მისი თქმით, თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაცია  პრეზიდენტის არაპირდაპირი წესის 2018 წლის შემდეგ ამოქმედებას  კომპრომისად ადრე მიიჩნევდა, დღეს ამას კომრომიმისად აღარ მიიჩნევს და შესაძლოა, ამ კომპრომისს აზრი დაეკარგოს. 

"დღევანდელი კანონით, პრეზიდენტი პარტიებზე მაღლა დგას და ჩვენს მიერ შემუშავებული ვერსიითაც,  გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას. ის პროცესი, რომელთანაც ახლა საქმე გვაქვს, პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს. საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, პროექტს კენჭი ვუყარეთ, სადაც პირდაპირ ჩაწერილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოდელი ძალაში შემდეგ არჩევნებზე უნდა შესულიყო. ანუ, ახლანდელი არჩევნები არსებული წესით ჩატარდებოდა, შემდგომი - ახალი პრინციპით. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ეს გაკეთდა იმისათვის, რომ სპეკულაციებს წერტილი დასმოდა. გახსოვთ, განცხადებები კეთდებოდა იმის თაობაზე, რომ ეს ერთი ადამიანის - პრეზიდენტის წინააღმდეგ ხდებოდა. ასეთი კომპრომისი გაკეთდა და ამან სპეკულაციები დაასრულა, მაგრამ უკვე სხვა პროცესი დაიწყო, რაც ალბათ თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, რომ როგორმე  საკონსტიტუციო რეფორმის ბოიკოტირება მოეხდინათ",-აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე აზრით, პარლამენტის თავმჯდომარემ იდეალურად მოახერხა, რომ დათქმულ დროში კონსტიტუციის ახალ პროექტზე მუშაობა დაესრულებინა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე