საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამთო სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო, თბილისი - 17:14 | 28.04.2017
ნანახია: 1136

ავსტრიაში, ქალაქ ინსბრუკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და ფრანგულ კომპანია „კლასტერ მონტანას“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.  

კომპანია „კლასტერ მონტანა“ საფრანგეთის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც  სამთო კურორტების მართვაშია ჩართულ ყველა მსხვილ ფრანგულ კომპანიას აერთიანებს.

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამთო სფეროში თანამშრომლობას, სათხილამურო ინდუსტრიისა და ოთხსეზონიანი ტურიზმის განვითარებას გულისხმობს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორის ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, სამთო სფეროში დასავლური მართვის მეთოდების სიღრმისეული გაცნობა, გაცვლით პროექტებში მონაწილეობის მიღება, სემინარებში ჩართულობა  და სამთო სფეროში  გამოცდილების გაზიარება, რასაც მემორანდუმი ითვალისწინებს, კიდევ უფრო დაეხმარება საქართველოში სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას, სერვისის გაუმჯობესაბასა და ტურიზმის განვითარებას.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე