მტკვარსა და სადახლოზე და არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 17:08 | 28.04.2017
ნანახია: 1077

24-26 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,მტკვარი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,  არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 291.2 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 25,124.88 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 25,124.88 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

21-23  აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ოქროს ნაკეთობების (საერთო წონა 172.29 გრამი) უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი  გამოვლინდა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 9,872.34 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 9,872.34 ლარის ოდენობით შეეფარდათ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე