სამტრედიაში შვილმა მამა მოკლა

საქართველო, თბილისი - 16:32 | 28.04.2017
ნანახია: 1472

ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული პ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ერთობლივი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება მიაყენა მამას - 1964 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, რომელიც, მიყენებული დაზიანების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა პ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით)“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე