ქობულეთის შემოვლით გზაზე საქართველოში 1 180 მეტრიანი ხიდი შენდება

საქართველო, თბილისი - 16:02 | 28.04.2017
ნანახია: 1082

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქობულეთის ზღვისპირა ზოლის განტვირთვისთვის, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას  აგრძელებს. პირველი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე, მეორე - 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს.

ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, სულ 15 ხიდი აშენდება. მათ შორის არის ხიდები რომელთა მშენებლობაც, ახალი MSS“ ტექნოლოგიით –ბურჯებზე მოძრავი სისტემის ყალიბის გამოყენებით ხორციელდება. ახალი ტექნოლოგიით მიმდინარეობს სოფ. საჩინოსთან, საქართველოში ყველაზე გრძელი სახიდე გადასასვლელის – ვიადუკის მშენებლობა, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209 852 079.67 ლარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე