შსს-მ ჟურნალისტებს სპეციალური სერთიფიკატები გადასცა

საქართველო, თბილისი - 15:23 | 28.04.2017
ნანახია: 1082

მედიის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ სპეციალურად მათთვის მომზადებული სასწავლო კურსი გაიარეს. 5-დღიანი ტრენინგი დღეს დასრულდა და ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სპეციალური სერთიფიკატები გადასცა. 

სწავლებას აკადემიის პროფესორები, ინსტრუქტორები და მოწვეული ლექტორები უძღვებოდნენ. ტრენინგზე ჟურნალისტებმა უწყების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. 

სემინარის მთავარი თემები: ადამიანის უფლებები, პოლიციის ეთიკის კოდექსი და პერსონალური მონაცემების დაცვა იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე