ბრიტანულმა მედიამ ვლადიმერ კლიჩკოს რუსი მოკრივე უწოდა

საქართველო, თბილისი - 14:04 | 28.04.2017
ნანახია: 1246

ბრიტანულმა ტაბლოიდმა Daily Star-მა უკრაინელ მოკრივეზე ვლადიმერ კლიჩკოზე მასალა გამოაქვეყნა, სადაც მას რუსი სპორტსმენი უწოდა.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ”რუსი მძიმეწონოსანი ვლადიმერ კლიჩკო მსახიობ ჰეიდენ პანეტიერზეა დანიშნული”. თუმცა მასალის ავტორებმა ფოტოების ქვეშ მინაწერი შეასწორეს და აღნიშნეს, რომ მოკრივე უკრაინელია. თუმცა მასალის დასაწყისში დაშვებული შეცდომის გასწორება არც კი უცდიათ.

ბრიტანული მედია ხშირად ვარდება მსგავს უხერხულ სიტუაციაში. ცოტა ხნის წინ ტაბლოიდმა The Sun-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ასახული იყო  კიევის”დინამოსა” და დონეცკის ”შახტარის” თამაშის დროს მომხდარი არეულობები.  ტაბლოდმა ვიდეო სათაურით ”რასიზმი რუსეთში” გამოაქვეყნა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე