ავღანეთში ”ისლამური სახელმწიფოს” 50-მდე მებრძოლი გაანადგურეს

საქართველო, თბილისი - 13:33 | 28.04.2017
ნანახია: 1041

 

”ისლამური სახელმწიფოს” სულ მცირე 45 მებრძოლი გაანადგურეს ავღანეთში სპეცოპერაციისას. ლიკვიდირებულთა შორის დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაურიცაა. სპეცოპერაცია ნანგარჰარის  პროვინციაში ჩატარდა.

ავიდარტყმების შედეგად განადგურებულია სამალავები და გვირაბები, რომლებსაც ტერორისტები იყენებდნენ.

ბოლო თვეების განმავლობაში ავღანეთში სიტუაცია ძალიან გამწვავდა. თალიბები, რომლებსაც მანამდე ქვეყნის სოფლები ჰქონდათ დაკავებული მსხვილი ქალაქების ხელში ჩასაგდებად  მასშტაბური იერიშები დაიწყეს. ქვეყნის ტერიტორიაზე ასევე გააქტიურებულია ”ისლამური სახელწმიფოს” გავლენაც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე