პრესაში 77 წლის ალ პაჩინოსა და მისი 38 წლის მეგობარი ქალის იშვიათი ფოტოები გავრცელდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 13:05 | 28.04.2017
ნანახია: 2774

ლეგენდარულმა მსახიობმა დაბადების დღე მეგობარ ქალთან ერთად მექსიკის სანაპიროზე აღნიშნა.

ამ დღეებში ჰოლივუდის ვარსკვლავს 77 წელი შეუსრულდა. თავის საუკეთესო დღესასწაულს ის მექსიკის სანპიროზე, 38 წლის შეყვარებულთან ლუსილა სოლასთან ერთად შეხვდა.

ფოტოგრაფებმა წყვილი ზღვის სანაპიროზე სეირნობისას მოიხელთეს. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ქვიშიან სანაპიროზე სეირნობდნენ და ერთმანეთს ვნებიანი ალერსით ანებივრებდნენ.

ალ პაჩინო და ლუსილა სოლა ერთად უკვე რვა წელია არიან. ისინი დაქორწინებასაც კი გეგმავდნენ, ნაგრამ შედმეგ ამ იდეაზე უარი თქვეს, რადგან ორივე თავისუფლებას ძალიან უფრთხილდება.

როგორც ცნობილია, ალ პაჩინო მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში დაქორწინებული არასდროს ყოფილა, თუმცა მას ყავს 27 წლის ქალიშვილი ჯენ ტარანტისგან და 16 წლის ტყუპები მსახიობ ბევერლი დანჯელოსგან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე