ცდომილება გაქვთ სიმართლეში და ლოგიკაში - სესიაშვილი რუსთავი 2-ზე

საქართველო, თბილისი - 09:58 | 28.04.2017
ნანახია: 1401

ცდომილება გაქვთ სიმართლეში და ცდომილება გაქვთ ლოგიკაში, - ამ სიტყვებით მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში".

სესიაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებაზე [რომლის მიხედვითაც, მისი შვილი მანქანის მოპარვაში იყო ბრალდებული და საქმე მიჩქმალეს], საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ფაქტის შესახებ არც მან და არც მისმა შვილმა არაფერი იცოდა. მისივე თქმით, ცნობილმა ცილისმწამებლებმა ააგორეს პოლიტიკური კამპანია და დაიწყეს ბინძური, ამორალური ქმედება. მისივე თქმით, ამ ამორალურობის გადაფარვას ცდილობს რუსთავი 2-იც.

"საუბრობდით, რომ ეს ახალგაზრდა ბავშვები გამოვიდნენ, რომლებმაც პირველ დღეს თქვეს, რომ დავით სესიაშვილს არ ვიცნობთო და მეორე დღეს თქვეს, რომ ჩვენ დუჩის ვიცნობთო იმიტომ, რომ ყველა ვიცნობთ მისი მეტსახელით და ის თუ დავით სესიაშვილი იყო, ჩვენ არ ვიცითო. ჩემს შვილს მეც დაბადებიდან დუჩის ვეძახი და, მე მგონი, აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგები იყო და თქვენმა ჟურნალისტმა ეს შეაფასა, როგორც ცდომილება და ცდომილება გაქვთ სიმართლეში და ცდომილება გაქვთ ლოგიკაში", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე