ქართულმა ანიმაციურმა ფილმმა მონრეალის კინოფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 14:03 | 25.04.2017
ნანახია: 1276

საფრანგეთში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე, L'Ombre d'un court, ანა ჩუბინიძის ანიმაციურმა ფილმმა "ჯიბის კაცი" ორი პრიზი მოიპოვა. ქართველმა ანიმატორმა საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო ახალგაზრდული ჟიურისგან მიიღო და ახალგაზრდა მაყურებლის პრიზიც დაიმსახურა.

"ჯიბის კაცი" საერთაშორისო მაყურებლის წინაშე, პირველად, ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების ფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში წარსდგა. წარმატებული მსოფლიო პრემიერის შემდეგ კი მონრეალის კინოფესტივალზე 2 ჯილდო მოიპოვა.

რამდენიმე თვეში "ჯიბის კაცი" ანიმაციური ფილმების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონკურსზე, ანსის საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც მიიღებს მონაწილეობას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე