ელ-კლასიკოს გამარჯვებული ბარსელონა გახდა

საქართველო, თბილისი - 09:32 | 24.04.2017
ნანახია: 1525

წლევანდელი რიგით მეორე ელ-კლასიკოს გამარჯვებული ბარსელონა გახდა. კატალონიურმა კლუბმა საკუთარ მოედანზე მადრიდის რეალი ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

ანგარიში 28-ე წუთზე კაზემირომ გახსნა, თუმცა ბარსელონამ მესის გოლით რამდენიმე წუთში გაათანაბრა ანგარიში. გოლების სიუხვით მატჩის მეორე ნახევარი უფრო გამოირჩეოდა. ივან რაკიტიჩის დარტყმით ბარსა. კვლავ დაწინაურდა. ელ-კლასიკოს წითელი ბარათის გარეშეც არ ჩაუვლია. სერხიო რამოსი მსაჯმა მესისთან უხეში თამაშის გამო მოედნიდან გააძევა. თუმცა 10 მოთამაშით დარჩენილმა რეალმა გოლი კვლავ გაიტანა. საბოლოოდ გამარჯვების გოლი მესიმ დამატებით წუთებზე გაიტანა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე