რუსთავი 2 ის წილის 100% ქიბარ ხალვაშს გადაეცა

საქართველო, თბილისი - 17:45 | 03.11.2015
ნანახია: 1899

მოსამართლემ რუსთავი 2-ზე ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. თამაზ ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშს საკუთრების აღდგენის მოთხოვნა დაუკმაყოფილა. გადაწყვეტილება თამაზ ურთმელიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშს სასამართლოში შვიდი სასარჩელო მოთხოვნა ჰქონდა წარდგენილი, აქედან ოთხი საავტორო უფლებებს ეხება. ქიბარ ხალვაში ითხოვდა "რუსთავი 2"-ის ლოგოსა და სამი საერთაშორისო პროექტის ავტორად აღიარებას, ასევე ლოგოსა და გადაცემების უკანონო გამოყენებისთვის ზიანის ანაზღაურებას. ხალვაში ასევე ითხოვდა სადაო ხელშეკრულებების გაუქმებას, ასევე ამ წლების განმავლობაში მიუღებელი შემოსავლების ანაზღაურებს, რომელიც მისი ინფორმაციით, 13 მილიონზე მეტია და იძულებით ჩამორთმეული წილების დაბრუნებას.

სასამართლო რუსთავი 2-ზე გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ ვერ აამოქმედებს, რადგან გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა შეაჩერა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე