სერენა უილიამსი ორსულობის გამო ასპარეზობას წყვეტს

საქართველო, თბილისი - 10:41 | 20.04.2017
ნანახია: 1767

მსოფლიოს მეორე ჩოგანი სერენა უილიამსი ორსულადაა. სპორტსმენის წარმომადგენლების განცხადებით მან შემოდგომაზე უნდა იმშობიაროს. ამის გამო 35 წლის ჩოგანი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, მათ შორის საფრანგეთის ღია ჩემიონატს, უიმბლდონსა და აშშ-ის ღია ჩემპიონატს. როგორც ჩანს უილიამსი უკვე ორსულად იყო, როდესაც იანვარში Australian Open-ი მოიგო.

მისი წარმომადგენლების თქმით, დიდ სპორტს ის 2018 წელს დაუბრუნდება.

უილიამსმა, რომელიც მომავალი კვირიდან კვლავ მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდება, ჩოგბურთის მსოფლიო ასოციაციის წესებით, რეიტინგი შესაძლოა შეინარჩუნოს, თუ თავის პირველ ტურნირს ბავშვის დაბადებიდან 12 თვის განმავლობაში ითამაშებს.

მსოფლიოს უმდიდრესი სპორტსმენი Reddit-ის თანადამფუძნებელ ალექს ოგანიანზეა დანიშნული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე