სალომე გოგიაშვილი ბიზნეს ლედი ხდება

საქართველო, თბილისი - 14:19 | 18.04.2017
ნანახია: 7286

ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ბიზნესით დაინტერესდა და თვლის, რომ ეს სფერო მისთვის ახალი გამოწვევა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით გამოცდილება აქამდე არ ჰქონია, ამბობს, რომ თავს კარგად გაართმევს.

სალომე, ამჟამად ტელეკომპანია „კავკასიაზე“ მუშაობს და გადაცემის „თქვენი დრო“ ერთ-ერთი წამყვანია. ამბობს, რომ ტელევიზიით წყურვილს იკლავს და თავს კარგად გრძნობს.  

სალომე გოგიაშვილი:

ორშაბათობით გადაცემაში „თქვენი დრო“ ვსაუბრობთ ესთეტიკაზე, ქალის სილამაზე და ა.შ. ბევრი მეკითხება და აინტერესებთ, რატომ დავთანხმდი, რას მიხდიან ასეთს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არანაირ დიდ თანხაზე აქ არაა საუბარი, უბრალოდ გადავწყვიტე რომ პაუზას და სახლში ჯდომას, ვიმუშაო, საკუთარი თავის რეალიზება მოვახდინო, ის მონატრება, რაც აქვს კამერას, პირდაპირ ეთერს და ეკრანს ზოგადად, ამას ვიკლავ. რაც მთავარია, სტაფია ძალიან კარგი.

სალომე, დღევანდელი გადასახედიდან, როგორი ფორმატის გადაცემაში ხედავთ საკუთარ თავს?

თუ, მომეცემა შანსი აუცილებლად წავიყვან თოქ-შოუს, სადაც არ იქნება პოლიტიკა და დაძაბული თემები. სხვათაშორის, ვმუშაობ პროექტზე და თუ გამომივიდა ის, რაც ჩაფიქრებული მაქვს, ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემა იქნება.

სხვა ტელევიზიებიდან არ გქონიათ შემოთავაზება? 

არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომლებიც იტყუებიან და ამბობენ, რომ ბევრი შემოთავაზება აქვთ, მაგრამ არ თანხმდებიან. ჩემს შემთხვევაში, არ ყოფილა არანაირი შემოთავაზება. ვკმაყოფილდები იმით, რაც არის. გადავწყვიტე, რომ სხვა სფეროშიც ვცადო ჩემი თავი.

რა სფეროში?       Image result for სალომე გოგიაშვილი

ბიზნესის კუთხით წავედი. სულ მალე, ძალიან ლამაზი ავეჯის მაღაზიას ვხსნი და აუცილებლად დაგპატიჟებთ.

რამდენად საინტერესო სფეროა თქვენთვის ბიზნესი?

ძალიან საინტერესოა. მქონდა პერიოდი, როდესაც 5 სამსახურში ერთად ვმუშაობდი. დღე-ღამე არ ვიცოდი და მაინც ფეხზე ვიდექი. ახლა უფრო დაწყნარებული ვარ, ბევრი დრო მაქვს და გაასმაგებული ენეერგიით შევუდგები საქმეს.

გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია

 Image result for სალომე გოგიაშვილი

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე