ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველო, თბილისი - 13:29 | 09.04.2017
ნანახია: 1744

ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია. ძალოსანთა ევროფორუმი ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაიმართა. 

მძიმე წონოსნებში რიოს ოლიმპიადის ტრიუმფატორები, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე გამოვიდნენ. 

ატაცში ირაკლი თურმანიძემ 201 კილო ასწია და მესამე ადგილზე დაასრულა. ლაშა ტალახაძემ კი 217 კილოგრამი დასძლია, მსოფლიოსა და ევროპის ახალი რეკორდები დაამყარა და ოქროს მედალს დაეუფლა.

აკვრაში თურმანიძემ შეჯიბრი ტრავმის გამო ვეღარ განაგრძო. ლაშა ტალახაძემ ბოლო ცდაზე 250 კილოგრამი დასძლია, მთლიანობაში - 467 კგ და ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

საერთო ჩათვლაში, მეორე ადგილზე გასული გორ მინასიანი ქართველ ჩემპიონს 21 კილოგრამით ჩამორჩა, მესამეადგილოსანი რუბენ ალეკსანიანი კი – 33 კილოგრამით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე