ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

საქართველო, თბილისი - 10:02 | 07.04.2017
ნანახია: 1717

დღეიდან 10 აპრილამდე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს. მიზეზი დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმია.

ამ დღეების განმალობაში დროებით შეწყდება მოქალაქეთა გადაადგილება. ისინი თავისუფლად მოძრაობას 10 აპრილის 20:00 საათიდან შეძლებენ.

9 აპრილს ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე