მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 11:30 | 05.04.2017
ნანახია: 2439

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთში ჩავიდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბატალიონს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დახვდნენ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მურთაზ გუჯეჯიანი,  32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი რომან სანიკიძე და 32-ე ბატალიონის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი სკოტ მეიფილდი.

მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთში მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონს შეცვლის და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, რიგით მე-5 როტაციას, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე