სოფო ნიჟარაძის პირველი კომენტარი: უნდათ ღირსება შეგვილახონ

საქართველო, თბილისი - 17:03 | 02.11.2015
ნანახია: 3691

უნდათ ღირსება შეგვილახონ და რაც კიდევ უფრო მძიმეა, ტალახში ამოსვარონ ქვეყნის იმიჯი!, - ასე ეხმაურება უკრაინულ მედიაში გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს, მომღერალი სოფო ნიჟარაძე.

„ფსბ-ს დამონტაჟებულ სიყალბეზე სერიოზული კომენტარის გაკეთება სრულ სისულელედ მიმაჩნია, გასაგებია რის გაკეთებასაც ცდილობენ, უნდათ ღირსება შეგვილახონ და რაც კიდევ უფრო მძიმეა, ტალახში ამოსვარონ ქვეყნის იმიჯი!

რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, ის არის საუკეთესო ჟურნალისტი, ამავე დროს ის ჩემი მეგობარია, მე ის მიყვარს და იმედია ამ ფაბრიკაციამ არ შელახა მისი ღირსება!

ვადასტურებ ჩემს სოლიდარობას და მხარდაჭერას რუსთავი ორის მთელი კოლექტივის მიმართ!“, - წერს მომღერალი სოფო ნიჟარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე