პრემიერა "ახმეტელის თეატრში" - „THEATRUM REFLECTORIUM“

საქართველო, თბილისი - 18:12 | 24.03.2017
ნანახია: 1781

26 მარტს, "ახმეტელის თეატრში" პრემიერაა, სადაც წარმოდგენილი იქნება კონფლიქტების ტრანსფორმაციის საერთაშორისო შემოქმედებითი ლაბორატორიის შედეგად შექმნილი სოციალურ-ტრანსფორმაციული სპექტაკლი - პერფორმანსი. „THEATRUM REFLECTORIUM“

რეჟისორები : რომან დერვოედი - ბელორუსია, ჟიულ ოდრი - საფრანგეთი, ირადა გოზალოვა - აზერბაიჯანი , სონია არსენიანი - სომხეთი , ალექსანდრე ჟურაველი- უკრაინა, ოთარ ქათამაძე - საქართველო - ბათუმი , მაქსიმ კოზოლუპი - უკრაინა , ლაშა გოგნიაშვილი - საქართველო, ირაკლი გოგია - საქართველო

მონაწილეობენ: მარტა ცვიშბა (ოჩამჩირე) გიგი მიგრიაული, ანდრია გველესიანი, გიორგი ცხადაძე, თინა გვაზავა, სოფია სებიკვერაძე, თამთა პატაშური , მაია ვაწაძე, ნინო ციმაკურიძე, გიორგი გასვიანი, ვერონიკა კალანდარიშვილი, იუკა ვასაძე, ოთარ ჩიქობავა, გაგა მახათაძე

ლაბორატორიის ძირითადი თემაა „არაძალადობა, ემპატია , შემოქმედებითობა“ და მისი ძირითადი მეთოდია კონფლიქტის მოგვარება ექსპრესიული არტისტული ტრანსფორმაციითა და განათლებით - CREATE - მეთოდოლოგია 

რატომ THEATRUM REFLECTORIUM? რეფლექტორი - პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი, რომელმაც 1999 წელს დამოუკიდებლად დაიწყო კოსმოსში ფრენა. 

სანდრო ახმეტელი რეფორმატორი ქართველი რეჟისორი, რომლის ეროვნული რეფლექსიის სისტემა - დაკავშირებულია ქართული თეატრის ტრანსფორმაციასთან , ქართული თეატრის რეფორმასთან. 

პროექტი ხორციელდება: მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი-საქართველოს , ახმეტელის თეატრისა და ჰელსინკის მოქალაქეთა ანსამბლეის ორგანიზებით „პროექტ C.R.E.A.T.E” ფარგლებში, უკრაინის თეატრის მოღვაწეთა ნაციონალურ კავშირთან, კიევის ნაციონალური ოპერეტის თეატრთან, აზერბაიჯანის, საფრანგეთის, სომხეთის, ბელორუსის თეატრებთან თანამშრომლობით

პროექტი ხორციელდება შვეიცარიული ფონდის HEKS/EPER ფინანსური მხარდაჭერით. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე