მამა მიქაელი: დაბრუნება პატრიარქმა მთხოვა

საქართველო, თბილისი - 17:57 | 24.03.2017
ნანახია: 1578

მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა.

"პატრიარქის მდივნის თანამდებობას დავუბრუნდი შემდეგი გარემოების გამო - ეკლესია არის სუბორდინაციაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, მისი უწმინდესობა არის ჩემი მმართველი მღვდელმთავარი, მან მთხოვა, არ დამეტოვებინა თანამდებობა. შევხვდი რამდენიმე დღის წინ. ვისაუბრეთ. ბრძანა, რომ საპატრიარქოში მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს და ჩემი წასვლა დამაზიანებელი იქნება. ამიტომ დავუბრუნდი თანამდებობას", - ამბობს პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელი (ბოტკოველი).


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე