საქართველომ "გაზპრომისგან" ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შეიძინა

საქართველო, თბილისი - 17:20 | 24.03.2017
ნანახია: 1074

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიაშვილის ინფორმაცით, საქართველომ, 2017 წელს "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შეიძინა.

"მარტის დასაწყისში პრობლემა იყო შაჰდენიზის საბადოზე. 2-3 დღის განმავლობაში შეგვეზღუდა გაზმომარაგება აზერბაიჯანიდან. ბუნებრივია, არ შეგვიზღუდავს მომხმარებელი. აუცილებლობიდან გამომდინარე გამოვიყენეთ ალტერნატიული რეზერვი, რომელიც დარეზერვებულია ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული, განსაზღვრული პირობებით", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.

საქართველომ "გაზპრომისგან" 100 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იანვარ-თებერვალშიც შეიძინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე