ანტალიაში ტურისტული სეზონი გახსნილია

საქართველო, თბილისი - 17:15 | 24.03.2017
ნანახია: 1272

ანტალიაში ტურისტული სეზონი გაიხსნა. თურქული მედიის ინფორმაციით, ანტალიის მახლობელ საკურორტო ქალაქ ალანიის ნავსადგურში ტურისტულმა საკრუიზო გემმა ღუზა უკვე ჩამოუშვა, რომელზედაც 1200 ტურისტი და 500-მდე ეკიპაჟის წევრია. ეს არის სეზონის პირველი საკრუიზო გემი და რომლის მგზავრების ნაწილმა რეგიონის ტურისტული და ისტორიული ადგილები მოინახულა, ხოლო ნაწილმა სავაჭრო ცენტრებს მიაშურა.

აღსანიშნავია, რომ ალანია მიმდინარე ტურისტულ სეზონზე ყველაზე მეტ საკრუიზო გემებს ისრაელიდან ელოდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე