ყველაზე ჯანმრთელი ადამიანები სინგაპურში ცხოვრობენ

საქართველო, თბილისი - 13:10 | 02.11.2015
ნანახია: 2208

მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი ხალხი სინგაპურში ცხოვრობს. შესაბამისი კველვა Bloomberg-მა გაეროს, მსოფლიო ბანკისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარა.

განიხილებოდა მხოლოდ ის ქვეყნები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 1 მლნ-ს აჭარბებს.

ჯანმრთელობის მაჩვენებლები ფასდებოდა სიცოცხლის ხანგრძლივობის, სიკვდილიანობის მიზეზების, ასაკობრივ ჯგუფებზე დამოკიდებული სიკვდილიანობისა და სხვა ფაქტორების საფუძველზე.

სინგაპურელებმა ყველზე მაღალი შეფასება მიიღეს - 89,45 პროცენტი, მეორე ადგილი ერგოთ იტალიელებს - 89, 07 პროცენტი, მესამე კი ავსტრალიელებმა დაიკავეს - 88,33 პროცენტი.

პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ შვეიცარია, იაპონია, ისრაელი, ესპანეთი, ჰოლანდია, შვედეთი და გერმანია.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე