ირაკლი აბესაძე: ხელისუფლება ვერ ახერხებს უარი თქვას ბიუროკრატიულ ფუფუნებაზე

საქართველო, თბილისი - 16:58 | 24.03.2017
ნანახია: 1404

,,მოძრაობა თავისუფლებისთის-ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის შეფასებით, ინიციატივა სამთავრობო ქალაქის მშნებლობასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად მიუღებელია.

,,მიუხედავად იმისა, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ქართული ოცნების მიერ წარმოებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანაში შექმნა ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისი, გააძვირა ცხოვრება, გაართულა ყოველდღიური ყოფა, გაზარდა სიღარიბე, ხელისუფლება ვერ ახერხებს უარი თქვას ბიუროკრატიულ ფუფუნებაზე, რომლის შედეგიც არის სწორედ ის, რომ დღეს თითოეული ჩვენგანისთვის ცხოვრება არის უფრო რთული. მაშინ, როდესაც 40 000-მდე სოციალურად დაუცველს უკანასკნელი ლუკმა წაართვა ბატონმა სერგეენკომ, მაშინ როდესაც ლტოლვითა საკითხი არ არის მოგვარებული და რაც ყველაზე მთავარია, მაშინ როდესაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არის მნიშვნელოვნად შეფერხებული და უკეთესი მომავლის რეალურ საფუძველს არ იძლევა, ეს არის უაღზრესად არასწორი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან’’,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ორთაჭალაში, სამთავრობო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ისაუბრა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე