სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული პატიმრობაში რჩება

საქართველო, თბილისი - 16:34 | 24.03.2017
ნანახია: 1190

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, დავით დევნოზაშვილი პატიმრობაში რჩება

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა პატიმრობის 10 000-ლარიანი გირაოთი შეცვლაზე. მოსამართლის განმარტებით, არსებობს საფრთხე, ხელი შეეშალოს მტკიცებულებათა მოპოვებას.

არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის კიდევ ერთი შუამდგომლობა - ფოტოგრაფების და ბათუმის საქმეების გაერთიანება. დევნოზაშვილს გაზეთ "ბათუმელების" საქმეზეც უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად.

წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დაწყება გადაწყდა, რადგან მტკიცებულებები სტანდარტს აკმაყოფილებს.

ნავროზაშვილთან ერთად ბრალდებულია სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, რომელიც ძებნილია. ორივეს უფლებამოსილების გადამეტება და პირადი ღირსების შელახვა ედება ბრალად.

გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე ნათია გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 7 ივლისს დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე