“სმურფები” საიდუმლო ტყიდან ბრუნდებიან

საქართველო, თბილისი - 14:00 | 22.03.2017
ნანახია: 2011

ამერიკელი მომღერალი დემილ ოვატო, რეინ უილსონი, მენ დიპატინკინი, არიელ უინტერი, ჯულია რობერტსი, ელი კემპერი, ჯო მანგანელო - ეს იმ ახალი ფილმის შემადგენლობაა, რომელსაც Columbia Pictures - ისა Sony Pictures Animation - ი კელიეს ბიორის რეჟისორობით გვთავაზობს.

''დაკარგული სოფელი'' ასე ქვია სმურფების მესამე ნაწილს, რომელიც ლურჯი არსებების ისტორიაში ყველაზე დიდ საიდუმლოზე მოგვითხრობს, რომლის ამოხსნასაც სმურფეტა და მისი მეგობრები ერთობლივად ცდილობენ.

Sony Pictures Animation ახალი ნამუშევარი, კელიეს ბიორის რეჟისორობით, მოგვითხრობს თუ როგორ გადაწყვეტს ერთ დღეს სმურფეტა იპოვოს საკუთარი მიზანი და მეგობრებთან ერთად მოაწყობს ამაღელვებელ მოგზაურობას აკრძალულ ტყეში, რომელიც სავსეა მაგიური არსბებებით, საიდუმლო სოფლის აღმოსაჩენად.

ფილმის, სცენარზე მუშაობას მურფების მეორე ნაწილის გამოსვლისას დაიწყეს, გამოსვლის თარიღი კი 2014 წლიდან მოყოლებული რამდენჯერმე შეცვალეს. საბოლოოდ ''სმურფები: დაკარგული სოფელი-ს'' პრემიერა საქართველოში 25 მარტს იგეგმება. კრიტიკოსები ანიმაციას დადებითად აფასებენ და დიდ წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე