პრეზიდენტი კასპის ოკუპაციის მუზეუმში პროექტის - „არა ოკუპაციას" პრეზენტაციას დაესწრო

საქართველო, თბილისი - 13:35 | 24.03.2017
ნანახია: 1125

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს კასპის ოკუპაციის მუზეუმში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის - „არა ოკუპაციას" პრეზენტაციას დაესწრო.

პროექტს მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" ახორციელებს, რომლის მიზანიც გორის, კასპისა და თბილისის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების და მათი არაფორმალური განათლებისხელშეწყობაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე, ასევე, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოსა და რეგიონისმიმართ შექმნილ საფრთხეებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა პროექტის პრეზენტაციაზე მუზეუმში შეკრებილ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ოკუპაციის შედეგებზე ისაუბრა.

''ჩვენ ვიმყოფებით კასპის ოკუპაციის მუზეუმში, უკვე 23 წელია ეს ადგილი გახდა სკოლა, სადაც იზრდება ახალი თაობა, მაგრამ ამავე დროს არ ხდება წარსულის დავიწყება და აქ მუზეუმიგანთავსდა, იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს სამშობლო დასაცავია, რომ თავისუფლება დასაცავია, რომ დამოუკიდებლობა შესანარჩუნებელია და რომ ნებისმიერი ნაბიჯი უკან ნიშნავს ათობით ჩვენითანამემამულის გაუბედურებას და  წყვდიადში ჩავარდნას.

25 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ დამოუკიდებლობის შენება და თითოეული ჩვენი მოქალაქე მზად არის რომ ამ დამოუკიდებლობის დაცვის სადარაჯოზე იდგეს.

მე მხარს ვუჭერ თქვენს წამოწყებას, რადგან მიმაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს სამშობლოს და თავისუფლების დაცვის თემების მიჩუმათება",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კასპის ოკუპაციის მუზეუმში, 5 თვის მანძილზე დისკუსიები და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებზე, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის გარანტიებზე, ოკუპაციის გამოცდილებაზე, სამოქალაქო აქტივობაზე, საქართველო-ევროკავშირისურთიერთობებზე.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე