ტომ კრუზს ახალი რომანი აქვს

საქართველო, თბილისი - 14:13 | 23.03.2017
ნანახია: 1773

ქეთი ჰოლმსთან განშორების შემდეგ 2012  წლიდან ტომ კრუზს სერიოზული გატაცებები არ ჰქონია. მას ხან ოლგა კურილენკოსთან მიაწერდნენ რომანს, ხან კი ლორა პრეპონთან, თუმცა არცერთი შესაძლო რომანი შემდეგში არ დადასტურებულა.

მედიის ცნობით, ამჟამად 54 წლის ტომ კრუზს 28 წლის მსახიობის - ვანესა კირბის მიმართ გაუჩნდა ინტერესი. ვანესა კრუზთან ერთად    ”შეუსრულებელი მისია 6”-ში მონაწილეობს. სწორედ კრუზმა დაარწმუნა ფილმის პროდიუსერები როლზე კირბი მიეწვიათ.

გამოცემა InTouch Weekly-ის ცნობით, კრუზი სერიოზულად არის განწყობილი. დედის გარდაცვალების შემდეგ ის ვანესაზე დაქორწინებას არ გამორიცხავს.

გამოცემის წყაროს ცნობით, ფილმის გადაღებების დროს გარშემომყოფებისთვის მსახიობებს შორის არსებული ქიმია კარგად შეიმჩნეოდა.

ტომ კრუზი სამჯერ იყო დაქორწინებული: მიმი როჯერსზე, ნიკოლ კიდმანზე და ქეთი ჰოლმსზე. პირველი ქორწინებიდან შვილები არ ჰყავს, მეორე ქორწინებაში მან კიდმანთან ერთად ორი ბავშვი იშვილა - ვაჟი კონორი და ქალიშვილი იზაბელა. მესამე ქორწინებაში კი ბიოლოგიური შვილი - სური შეეძინა. გოგონა ახლა 12 წლისაა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე