გორის ჰოსპიტალში დაჭრილი სამხედრო გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 20:58 | 22.03.2017
ნანახია: 2107

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გორის სამხედო ჰოსპიტალში, ხანგრძლივი მკურნალობისა და მედიკოსების ძალისხმევის მიუხედავად, უფლისციხის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე, 1998 წელს დაბადებული ბადრი შავაძე გარდაიცვალა.

შავაძე 28 თებერვალს, განწესში ყოფნის დროს, გასროლის შედეგად დაიჭრა. ის, მიღებული მძიმე დაზიანებით, გორის სამხედო ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მოათავსეს.

უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. მინისტრის გადაწყვეტილებით, უწყება სამხედრო მოსამსახურის ოჯახს, ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე