მონიკა ბელუჩი კანის კინოფესტივალის წამყვანი იქნება

საქართველო, თბილისი - 14:53 | 22.03.2017
ნანახია: 1661

52 წლის მონიკა ბელუჩი 70-ე კინოფესტივალის წამყვანი იქნება.

”მშვენიერი მონიკა ბელუჩი კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიებს წაიყვანს”, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ ფესტივალის Twitter-ის გვერდზე გამოქვყნებულ განცხადებაში.

კანთან მსახიობს ბევრი რამ აკავშირებს. პირველად ფესტივალს ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში ეწვია. 2003 წელს კინოფორუმის წამყვანი იყო, 2006 წელს კი ჟიური შემადგენლობაში შედიოდა.  

წელს კინოფესტივალი ლაჟვარდოვან სანაპიროზე 17-23 მაისს გაიმართება. ჟიურის ესპანელი რეჟისორი პედრო ალმადოვარი უხელმძღვანელებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე